გოგი მეშველიანი: სამთავრობო და საპარლამენტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
სხდომას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანიც ესწრებოდა, რომელმაც ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ–ერთი წამყვანი დარგი გახლავთ სოფლის მეურნეობა, შესაბამისად ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარება.
ჩვენ, სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ და რიგ საკითხებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული დარგის გაძლიერებისთვის, მეღვინეობის განვითარებისთვის. ქვემო ქართლი ათასწლეულებს ითვლის ღვინის წარმოებაში, შესაბამისად ორივე, სამთავრობო და საპარლამენტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და მათი დახმარებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა
ვიზიტის ფარგლებში კომიტეტმა მოინახულა, სოფელ დისველში ქალი მეწარმეების გაერთიანების ყველის საწარმო, ელიას მთაზე, ტერასულად გაშენებული ვენახი, ბერდია ბერიშვილის მარანი და ძველ გერმანულ უბანში „ღვინის სახლი“, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია RMG ახორციელებს.