მულახში მეწყერი ჩამოწვა – რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად, მულახში, უშგულთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 8 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სტიქიის ზონაში სპეცტექნიკა მუშაობს, რათა დასახლებულ ტერიტორიაზე ღვარცოფი არ შევარდეს.

“პრევენციული ღონისძიებები ტარდება, გეოლოგები ჩამოვლენ დღეს და დავგეგმავთ რა ღონისძიებები გატარდება. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, თუმცა ზოგიერთმა თავისი ინიციატივით უკვე დატოვა სტიქიის ზონა,” – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები