ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდში, მამაზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ოჯახში კონფლიქტის მიზეზი უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.