თელავის მერიაში პროექტის „უნარები წარმატებისთვის – Skills for Success” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თელავის მერიაში პროექტის „უნარები წარმატებისთვის – Skills for Success“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტრენინგისთვის შერჩეული მონაწილეები დაესწრნენ. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობას.

“პროექტის მონაწილეები საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან.

ამის შემდეგ, 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს ახალგაზრდობის სააგენტო 2 წლის მანძილზე დაასაქმებს ადგილობრივ დონეზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები