ურბნისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ურბნისში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ “კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“ამ დროისათვის მოწყობილია ასფალტო-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს გვერდულების შევსება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.სულ დაიგება 600 მეტრამდე ასფალტის საფარი.პროექტის ღირებულებაა 236 999 ლარი.სამუშაოებს ასრულებს შპს „BMC” (ბიემსი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.