თემურ ნადირაძე: რეგიონებში სამუშაოები ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მაგრამ ახლა უფრო მოცულობითი პროგრამა დაისახა
ექიმი თემურ ნადირაძე “კვირასთან” საუბრისას მთავრობის ახალ ინიციატივას რეგიონების განახლებასთან დაკავშირებით, აფასებს.
ნადირაძის თქმით, რეგიონებში უკვე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები და კიდევ უფრო მეტი თუ გაკეთდება, ეს მისასალმებელია.
როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე უარყოფითი შეფასება გქონდეს. რეგიონებში სამუშაოები ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მაგრამ ახლა უფრო მოცულობითი პროგრამა დაისახა . რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ.
კონკრეტულად იმერეთში პირველ რიგში რიკოთის უღელტეხილის სამუშაოები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. წყალტუბოშიც მიმდინარეობს სამუშოები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი ძალას იკრებს და სტუდენტების რაოდენობაც გაიზრდება. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ბევრი პროექტებია ჩვენს რეგიონში და იმედი მაქვს მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება”, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.