გია მასალკინი: მთავრობის ინიციატივაზე – პოლიტიკური ელიტა სწორედ ასეთი საქმეებით უნდა იყოს დაკავებული, მშენებლობა, აღმშენებლობა, ახალი ნოვაციური იდეები

დიდი ხანია ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ელიტა სწორედ ასეთი საქმეებით უნდა იყოს დაკავებული, მშენებლობა და აღმშენებლობა, ახალი ნოვაციური იდეები და არა ის რითიც ბოლო 6 თვე ვიყავით დაკავებული, – ასე აფასებს მთავრობის ინიციატივას რეგიონების განახლების შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი გია მასალკინი.
“ძალიან კარგია, რომ ამ კოვიდის და ბიუჯეტის პრობლემების ფონზე გამოინახა ამის შესაძლებლობა. დაველოდები როცა დეტალურად გაიწერება პროექტი, თუმცა პირველი მოსმენით ძალიან დადებითად ვაფასებ”, – განუცხადა “კვირას” მასალკინმა.

რაც შეეხება რა პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს კონკრეტულად ბათუმში, გია მასალკინის შეფასებით, ბათუმი სხვა ქალაქებთან შედარებით ინფრასტრუქტურის მხრივ, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, თუმცა როგორც მასალკინი ამბობს კარგი იქნება თუ რამდენიმე საკითხი მოგვარდება.
“ბათუმი სხვა ქალაქებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ქალაქის ურბანული განაშენიანების გეგმა დაიდება, ასევე კიდევ უფრო მოწესრიგდება ბულვარის ინფრასტრუქტურა. ვინც ბათუმში ხშირად ისვენებს, ისინი დამეთანხმებიან, რომ კარგი იქნება ასევე, სატრანსპორტო ლოჯისტიკის მოწესრიგება”, – ამბობს გია მასალკინი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები