გულნაზ გოლეთიანი: რეგიონებს, მთასა და ბარს სჭირდება მეტი ყურადღება და ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია პრემიერის ეს პროგრამა

მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ეს პროექტი, იმიტომ რომ რეგიონებს მიექცევა კიდევ უფრო მეტი ყურადღება, – ასე აფასებს მთავრობის მიერ გაჟღერებულ რეგიონების განახლების პროგრამას ცაგერის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ცაგერის ქალთა საბჭოს” თავმდჯომარე გულნაზ გოლეთიანი, რომელსაც ფართო საზოგადოება პროექტ “ნიჭიერიდან” იცნობს.

როგორც გოლეთიანმა “კვირასთან” საუბარში აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამ გეგმაში კულტურული ძეგლებისა და ტაძრების საკითხიც გათვალისწინებულია.

“გეგმიდან, რაც მოვისმინეთ, იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული ძეგლებისა და ტაძრების რეაბილიტაციის საკითხი. ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო წარმოჩინება ამ კუთხით ძალიან კარგია. ჩვენს რეგიონში კულტურული ცხოვრება ძალიან აქტუალურია და თუ ამას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა უფრო მეტს გავაკეთებთ ამ მიმართულებით.
მინდა, რომ მთავრობასა და ჩვენ პრემიერს მადლობა გადავუხადო, ამ პანდემიის დროს, რომ ზრუნავენ სხვადასხვა სფეროების განვითარებაზე. მივესალმები ამ ინიციატივას, რადგან რეგიონებს, მთასა და ბარს სჭირდება მეტი ყურადღება და ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია ეს პროგრამა”, – ამბობს გულნაზ გოლეთიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები