აჭარაში კორონავირუსის გამო, საერთო ჯამში 13 სკოლა და 24 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს
აჭარაში კორონავირუსის გამო, საერთო ჯამში 13 სკოლა და 24 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რეგიონის მასშტაბით ექვსი საბავშვო ბაღია დახურული.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის შედეგად 71 წლის ქალი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამასთან, ვირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში, 3343-მა პირმა ჩაიტარა, აქედან “ფაიზერი” – 2058, ხოლო “ასტრაზენეკა” -1285- მა.