აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა, 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 26-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა აჭარაში 37 475-ს შეადგენს. კლინიკაში მკურნალობს 370 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 278, ონლაინკლინიკაში კი 663.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.