ბორჯომის პლატოზე ტყის აღდგენა-განახლების პროექტი გრძელდება

წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.ამის შესახებ “კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით,  კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა.
” ხეების დარგვის აქციაში ჩაერთნენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა. ელჩმა ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა და კავკასიური ფიჭვი დარგო.
ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს, რომელიც ნერგების მოვლა-პატრონობის გეგმასაც ითვალისწინებს, IDS ბორჯომი საქართველო უკვე მეხუთე წელია ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში, მოხერხდა 4 ჰექტარამდე ტყის აღდგენა და დაირგო 17000-ზე მეტი ნერგი. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმას. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები