გოგი მეშველიანი: ჩვენთვის განსაკუთრებულად რთული, ემოციებით სავსე დღეა

საქართველოს პარლამენმტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი აგო, რის შემდეგაც ბოლნისელი მებრძოლის ლევან მემანიშვილის  სამოქალაქო პანაშვიდს და ბოლნისის საძმო სასაფლაოზე მისი სამხედრო წესით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

ჩვენთვის  განსაკუთრებულად რთული, ემოციებით სავსე დღეა,  28 წლიანი მოლოდინის შემდეგ სამხედრო პატივით მშობლიურ მიწას მივაბარეთ აფხაზეთის შეიარაღებული  კონფლიქტის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული  ჩვენი თანამოქალაქე და თანამებრძოლი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი, ლევან მემანიშვილი.

ის ერთერთია იმ 14 ბოლნისელთა შორის რომელთა შესახებ  ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. ვიმედოვნებ, რომ  დანარჩენი 13 მებრძოლის კვალსაც უახლოეს მომავალში მივაკვლევთ. ამ ადამიანებმა ქვეყნის მთლიანობისთვის გაწირეს თავი და ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ სათანადო პატივი მივაგოთ”, განაცხადა გოგი მეშველიანმა

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან  აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს, მათ შორის 6 სამხედრო და  7 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები