ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 3 სასულიერო პირის განკვეთა გადაიფიქრა

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა უფლებაშეჩერებული სასულიერო პირების განკვეთა გადაიფიქრა.

მარტვილში ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში ამ წუთებში მეუფე სტეფანესა და დასჯილ სასულიერო პირებს შორის ღია აუდიენცია მიმდინარეობს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 3 სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთის საკითხზე გადაწყვეტილება დღეს წირვის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. მისი თქმით, მას არ აქვს განწყობა ვინმე განკვეთოს.

“მე ვთქვი ასეთი სიტყვა,  ჩვენ როდესაც გვიშლიდნენ მღვდელმოქმედების ჩატარებას, მძიმე სასჯელი არის და მე მათ დრო მივეცი მაინც სინანულისთვის. თუ მოსანანიებლად ხართ მოსული ძალიან გამოხარდება, თუ არა და მე მაინც არ დაგსჯოთ, იმიტომ რომ მე ამ განწყობით არ ვარ მოსული. თუ არ შეეცდებით თქვენ რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო, მე არ გამოვიყენებ. ეს განწყობა არ მაქვს რომ ვინმე დავსაჯო ან ვინმე განვკვეთო”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები