გიორგი სურმანიძე – თევზის რეწვაზე: ჩვენთან ნაწარმოები პროდუქციას აქვს პოტენციალი მოხვდეს ევროპის ბაზარზე
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზუთხსაშენი მეურნეობა მონახულა.
,,რეგიონის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების ამოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აჭარა გამორჩეულია თევზის რეწვის კუთხით. აჭარაში განსაკუთრებული პირობებია თევზის მოშენებისთვის. აღნიშნული მეურნეობების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენთან ნაწარმოები პროდუქციას აქვს პოტენციალი მოხვდეს ევროპის ბაზარზე“- განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
კომპანია ,,ეკოფიშ ჯორჯია’’ ზუთხის სახვადასხვა სახეობის მოშენებით, ზუთხის ხორცის პროდუქტების და ზუთხის ხიზილალის წარმოებითაა დაკავებული. პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე სუპერმარკეტების ქსელს მიეწოდება. კომპანია სამომავლოდ გეგმავს წარმოებული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს.