საგარეჯოს მერი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ერბოწონაშვილმა ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელ მანანა ცუცქირიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა და წიგნის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებს საჩუქრად  საგარეჯოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
“მართალია, ტექნელოგიურმა მიღწევებმა წიგნი გარკვეულწილად ჩაანაცვლა, თუმცა მისი მნიშვნელობა არ უნდა დავივიწყოთ და მუდამ გვახსოვდეს. გოგლა ლეონიძისა და, რევაზ ინანიშვილის სამშობლოში განსაკუთრებული სიყვარულით უნდა ვეცნობოდეთ ლიტერატურას”,  – თქვა გიორგი ერბოწონაშვილმა.

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ” აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს  დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები