მკვლელობა დაბა აბასთუმანში – მოკლულია 40 წლამდე კაცი

დაბა აბასთუმანში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი. ცხედარი  პროზექტურაშია გადასვენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი აბასთუმნის ფილტვჯს ცენტრში მსუბუქი ავტომობილით მიიყვანეს.

როგორც ირკვევა, ასევე დაჭრილია კიდევ ერთი კაცი, ის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის და მხრის არეში. ჭრილობა არის გამჭოლი. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ამჟამად იმყოფება მიმღებში, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მალე გავწერთ ამბულატორიულ მკურნალობაზე” , – განაცხადეს საავადმყოფოში.

როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები