17 წლის მოზარდი, რომელიც 3 დღის განმავლობში დაკარგული იყო, სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს

17 წლის მოზარდი, რომელიც 3 დღის განმავლობში დაკარგული იყო, სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს და ახლა ის სახელმწიფოს შესაბამის სერვისში მოათავსეს.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი გოგო ჩვენებაში  ამბობს, რომ მამის მხრიდან სისტემატურად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა.

თუმცა, გოგონას ოჯახი – დედა და ბიძა მამის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ.

ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მოზარდზე კანონიერ წარმომადგენლობას ოჯახი ახორციელებდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 50-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციის მიმართვის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან დაკარგული და სამი დღის წინ ნაპოვნი არასრულწლოვნის მამა და კლასელები ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

17 წლის მარიამ ბურჭულაძის მშობლები პოლიციაში გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები