ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში მერის წარმომადგენლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის საკითხებში სპეციალისტებს ახალი პროგრამის (დოკუმენტბრუნვა და ელექტრონული კანცელარია) შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით?მ, ტრენინგს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ.
“პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციული ერთეულიდან გაუსვლელად ისარგებლონ მუნიციპალური სერვისებით.
ტრენინგების ათდღიანი კურსი “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” (GIZ) და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით ჩატარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.