ჭალადიდში დამშრობი სისტემა იწმინდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.
“სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფელ ქვალონში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.