ადიდებული მდინარეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ აღდგენასთან დაკავშირებით ონის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად, საგანგებო სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მწარმოებელ კონტრაქტორ  მეწარმეებთან. 

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დღეებში  ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ აღდგენას.

“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შექმნილია  სტიქიის სალიკვიდაციო  სამუშაოების  ინსპექტირების მონიტორინგისსამუშაო ჯგუფი, რომელიც  აქტიურად გაუწევს კონტროლს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

აღსანიშნავია რომ ადიდებულმა მდინარეებმა  განსაკუთრებით ზიანი მიაყენა სოფელ ღებს ( ჭალეებისუბანი), გლოლას, უწერას(ჟამიერეთუბანი), შარდომეთსა და სორს

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევესივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები