ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელებში – ქინძათში, დუმაცხოვოსა და ნაბახტევში – საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტებზე, ჯამში, 2,5 მილიონზე მეტი ლარია განსაზღვრული, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 5 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ სოფელში აქამდე მსგავსი სახის პროექტი არ განხორციელებულა.

სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, ქინაძათის, დუმაცხოვოსა და ნაბახტევის მოსახლეობა წლის ბოლომდე შეძლებს განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას.

,,წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, მათ შორისაა სწორედ ეს სამი სოფელი, სადაც აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ არსებობა, უამინდობის დროს კი ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. მიმდინარე წლიდან მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.“ – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები