გოგი მეშველიანმა დაშბაშის კანიონზე მშენებარე ტურისტული ობიექტები დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი  წალკის კანიონზე მშენებარე ტურისტულ ობიექტზე იმყოფებოდა, სადაც უნიკალური სივრცე ეწყობა. ამის შესახებ დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათი თქმით, მაჟორიტარი ადგილზე გაეცნო გამწვანების სამუშაოებს, რაც CENN –ის მიერ ხორციელდება.

მეშველიანის შეფასებით, ადგილზე  უნიკალური სახეობის მცენარეებია დარგული, რომლებიც განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ამ ადგილს.

მიმაჩნია, რომ სწორედ ეს თანამშრომლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება იქნება საწინდარი, იმისათვის, რომ წალკაში, ადგილობრივმა მოსახლეობამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ამასთან , მეშველიანმა მოინახულა წალკის მუნიციპალიტეტის სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი, CENN –ის მიერ   ევროკავშირის მეშვეობით დაფინანსებული პროექტები: სასტუმრო Home + და სამკერვალო საწარმო ნარგო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები