გოგი მეშველიანის ინიციატივით წალკის მუნიციპალიტეტში გამწვაბნების აქცია გაიმართა

ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარის, გოგი მეშველიანის ინიციატივითა და უზრუნველყოფით, არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-თან თანამშრომლობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია გაიმართა. ინფორმაციას წალკის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგო 50 ძირი ფიჭვი.

„ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ბარეთისა და ქ.წალკის N1 საჯარო სკოლებში პედაგოგების, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დავრგეთ ფიჭვის ნერგები

განსაკუთრებით, სასიამოვნო და სტიმულის მომცემი იყო ბავშვების გულწრფელი ემოციები. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ბუნებრივი გარემოს დაცვა, განახლება თითოეული ჩვენგანის ვალია”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ასევე, CEEN-ის ორგანიზებით გაიმართება დასუფთავების აქცია. აქტივობაში ჩაერთვება მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი.
ღონისძიების მიზანია, გარემოს დაცვით საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები