ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ქალაქის ქუჩები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალისგან გაიწმინდა. ქალაქის დასუფთავება სხვადასხვა სამსახურის ჩართულობით განხორციელდა. ამის შესახებ “კვირას” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მსგავსი აქციები პერიოდულად იმართება და შესაბამის სამსახურებთან ერთად სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციები, ა(ა)იპ-ები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთვება.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქის, ისე სოფლების დასუფთავება და ნარჩენების გატანა ინტენსიურად ხორციელდება. პარალელურად ვგეგმავთ მასშტაბურ აქციებს, სადაც სხვადასხვა სამსახური და მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან და საკუთარი მუნიციპალიტეტის იერ-სახის მოწესრიგებაზე ზრუნავენ. მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი კუთხის სისუფთავესა და სილამაზეზე!”,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები