გარემოს დაცვის კუთხით საუკეთესო მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხში დედამიწის დღე აღინიშნა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი პირადად ჩაერთო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მერმა ლაგოდეხის ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი მერიის, საკრებულოსა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის თნამშრომლებთან ერთად, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში მწვანე ნარგავები დარგო.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, წელს კახეთის რეგიონი, კონკურსის „სუფთა რეგიონი-2020″-ის ტიტულის მფლობელი, უკვე მესამედ გახდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აღნიშნულ კონკურსში, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო მუნიციპალიტეტის სტატუსით დაჯილდოვდა. მაქსიმალურად შევეცდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო მუნიციპალიტეტის სტატუსი მომავალ წელსაც მოიპოვოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები