მარტვილში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის № 1 საჯარო სკოლაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა დაათვალიერეს.
“ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება სალხინოს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს.
დიდი ჭყონის (ლედგებეს) საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჰიდრომშენი“ ასრულებს. სრული რეაბილიტაცია უტარდება დოშაყეს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 1 799 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფუნდაშენი“ ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.