ბათუმი სამშენებლო მასალების პირველ ვირტუალურ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი სამშენებლო მასალების პირველ ვირტუალურ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების რიგით მე-10 გამოფენა ,,Batumi Build Virtual 2021’’ დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე დაესწრო.

საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქვეყნის, 60 კომპანიის ვირტუალური სტენდია წარმოდგენილი. ვიზიტორებს სხვადასხვა სფეროს მწარმოებლების გაცნობის შესაძლებლობა აქვს, სამშენებლო, დანადგარებისა და აღჭურვილობის, სამშენებლო-დეველოპერული, უძრავი ქონების, არქიტექტურული დიზაინის, სამშენებლო ინტერიერისა და ექსტერიერის და სხვა.
კომპანია GEONET EXPO-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა ონლაინ ვიზიტორებს 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. პანდემია და ეკონომიკური გამოწვევები, სამშენებლო მასალების სწორად შერჩევის მეთოდები და სხვა – ამ თემებზე გამოფენის ფარგლებში კომპანიები კონფერენეციებს ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები