გიორგი სურმანიძე: მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება
დედამიწის დღესთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 25 ძირი ფიჭვის ხე დარგეს.
„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის მიმართულებით, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა”, – განაცხადა გიორგი სურმანიძემ.