დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბაღდათში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია, მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” ბაღდათის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი ბიუროს წარმომადგენლებმა, ქალაქ ბაღდათში საზოგადოებრივ კოლეჯ “იბერია”-სა და მდინარე ხანისწყლის ხეობის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

დღესვე ა.ა.ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების თნამშრომლებმა სოფელ ფერსათის, წითელხევისა და როხის ცენტრალური საგზაო მაგისტარლი დაასუფთვეს.

დედამიწის დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება .

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები