უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად ლაგოდეხში მოსახლეობის ნაწილს სასათბურე მეურნეობები დაუზიანდა

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის ნაწილს სასათბურე მეურნეობები დაუზიანდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას ქარმა ხე წააქცია, ელექტროგადამცემი ხაზები კი დააზიანა. შემთხვევიდან მალევე ადგილზე ჩავიდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური და ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა.

ჭიაურში, ძლიერი ქარის შედეგად ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავი მსუბუქად დაუზიანდა.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტი ინფორმაციას ამ დრომდე იღებს, რის შემდეგაც მერიაში მუდმივმოქმედი კომისია ადგილზე ჩავა და ვითარებას დეტალურად შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები