ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, მოადგილესთან ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად გაფართოებული შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულპერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულისამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამპერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემურ  საკითხებზე, რომლებიც უახლოესხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, აღდგომის დღესასწაულისთვის სოფლებში სასაფლაომდე მისასვლელი გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგებისსაკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარისკალაპოტის წმენდის შესახებ.

გიორგი მახათაძის განცხადებით მერის წარმომადგენლებმა სისტემატურად უნდა  იქონიონ  მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მერის წარმომადგენლების და დეპუტატების ჩართულობა ადმინისტრაციულ ერთეულებში  მიმდინარე მოვლენების და სიახლის შესახებ და   მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებამნიშვნელოვანი და აუცილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები