ქარელის 8 სოფელში ტრენაჟორები ეწყობა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ქარელში ტრენაჟორების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული ტიპის ტრენჟორები მოეწყობა მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელში.
პროექტის საერთო ღირებულება 184 046 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯითი დიზაინი”.