ოზურგეთში დაკარგულ მარიამ ბურჭულაძეს ამ დრომდე ეძებენ

ოზურგეთში დაკარგულ 17 წლის გოგოს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. მარიამ ბურჭულაძე 19 აპრილს სკოლიდან შინ არ დავრუნებულა.

სახლში ინგლისურ ენაზე მარიამის დაწერილი წერილი იპოვეს, რომელსაც პოლიცია სწავლობს. ოჯახის წევრები და ახლობლები წერილის შინაარსზე ვერ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინიციალებით პედაგოგი და რამდენიმე კლასელია აღნიშნული.

ერთ-ერთი ვერსიით, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს თამაშობდა, თუმცა ნაწილი ამ ვერსიას გამორიცხავს. ახლობლები ოჯახისგან ან სკოლისგან ზეწოლას გამორიცხავენ.

მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს. ის საგზაო ვიდეოკამერებმა ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა. სოფელ მუხაესტატედან კი გოგონას კვალი იკარგება.

პოლიცია კლასელებისა და პედაგოგების გამოკითხავს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები