აქცია ოზურგეთში – “მავნეს” დაბალი ფასები ტანსაცმლით მოვაჭრეებმა გააპროტესტეს
ოზურგეთში, ეპარქიის რეზიდენციასთან მდებარე ტანსაცმლის მაღაზია “მავნეს” წინ ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ტასაცმლით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოვაჭრეებმა მაღაზია “მავნეს” მიერ ტანსაცმლის დაბალ ფასში გაყიდვა გააპროტესტეს.
მათი თქმით, ტანსაცმლის ასეთ დაბალ ფასად და საცალოდ გაყიდვა არ უნდა ხდებოდეს და საბითუმოდ უნდა იყიდებოდეს, ვინაიდან ეს მათ ისედაც მცირე შემოსავალს კიდევ უფრო ამცირებს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და მოვაჭრეები ამინდის გაუარესების გამო მალე დაიშალნენ.