მარტვილში, სოფელ ვახაში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი სრულდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაიგება 2,9 კმ ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს ნიუპოვერიასრულებს.

სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა.

სამუშაოების მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები