თელავში ბუშეტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა.

ცენტრმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი გამოუვლინდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსა და დამლაგებელს. სკოლა სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე ონლაინსწავლებაზე გადავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასი. სკოლაში კოვიდ-19 პედაგოგებსა და მოსწავლეებს დაუდასტურდათ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან: ახმეტა – 1, გურჯაანი – 12, დედოფლისწყარო – 4, თელავი – 12, ლაგოდეხი – 21, საგარეჯო – 15, სიღნაღი – 2 და ყვარელი – 10.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები