როგორია 21 აპრილის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარაში – 85, იმერეთში – 72, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 39, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 113, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 388, იმერეთში – 396. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში – 297, აჭარაში – 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – 9, იმერეთში – 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 – თბილისში, 255 – აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.