ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები – იყალთოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .

“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ იყალთოს საბავშვო ბაღის შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით, მაგ. ვენახის ნასხლავით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

საბავშვო ბაღის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 274 274 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები