“ელკანას” წარმატებული ფერმერი ქალები – დედა და ორი შვილი, რომლებმაც სათბურში ბიო მარწყვი გააშენეს

“ელკანას” წარმატებული ქალი ფერმერები- დედა, ეკატერინე სეხნიაშვილი, პროფესიით ბიოლოგი და ორი ქალიშვილი, ნინი ბერიძე, პიარ მენეჯერი და სალომე ბერიძე , ინტერიერის დიზაინერი არიან.

წარმატებული ქალების ისტორიას ლალი გოგინავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც გოგონავა აღნიშნავს, მათ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დუშეთში, სოფელ ბულაჩაურში 500კვმ სათბურში ორი ჯიშის (სანანდრიასი და ალბიონი) 5800 ძირი მარწყვი გააშენეს. რაც მთავარია ვიდრე შრომატევად საქმეს შეუდგებოდნენ, “ელკანას” გუნდის დახმარებით, გულმოდგინედ შეისწავლეს მარწყვის აგროტექნიკა, ბაზარზე მოთხოვნადი პერსპექტიული ჯიშები, სასათბურე მეურნეობის მართვა და მარკეტინგი.
მიღებული ცოდნის საფუძველზე ქალბატონების წარმატებამაც არ დააყოვნა. ბიომარწყვის კრეფა სათბურში უკვე მიმდინარეობს. ფერმერები კალენდარული გეგმის მიხედვით, იყენებენ მხოლოდ ბიოშესაწამლ პრეპარატებსა და ბიო სასუქებს, რომელიც დადებითად მოქმედებს მოსავლის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზე.
სათბურში შესვლისთანავე იგრძნობა თუ როგორი განათლება, კულტურა და საქმისადმი კეთილშობილურო დამოკიდებულება, ასევე პასუხისმგებლობის გრძნობა და რაც მთავარია პროფესიონალიზმი აქვთ სათბურის მეპატრონეებს.
ეს ყველაფერი კი ბიოლოგს, პიარ მენეჯერსა და ინტერიერის დიზაინერს საშუალებას აძლევს გამორჩეული კენკროვანი კულტურა საუკეთესოდ აწარმოონ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები