“ესაა საფლავი 17 წლამდე ბიჭების 1918 წელს დაღუპულების – სამარცხვინოდ 2მ სიგრძე და 1მ სიგანე” – ფოტო

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელია ფეისბუქგვერდზე “კოლხეთი” 1918 წელს ომში დაღუპული 17 წლამდელი გმირების საფლავის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 35 მებრძოლი ამ 2მ სიგრძის საფლავში ერთადაა დასვენებილი, სწორედ იქ, სადაც ისინი დაიხოცნენ მტერთან ბრძოლისას.

როგორც პოსტიდან ირკვევა საფლავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

“ესაა 17 წლამდე ბიჭების საფლავი.
რომლებიც დაიღუპნენ 1918 წელს
ოსმალებთან შეტაკებაში !

… და ესაა საფლავი სამარცხვინოდ 2 მეტრი სიგრძე და 1 მეტრი სიგანე..
სადაც ყველა ერთად ასვენია. ზუსტად იმ ადგილზე დაიღუპნენ ბრძოლაში სადაც ასვენიან ანუ ბრძოლის ველზე სადაც დაეცნენ! და ხედავთ რა სავალალო მდგომარეობაა სამარცხვინოდ….

ეს ადგილი გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორია, კერძოდ ვაშნარი.

ვაშნარის გმირების ისტორია
1918 წლის 11 აპრილს მაშინდელ ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ვაშნართან, ოსმალოებსა და ქართველებს შორის ურთიერთშეტაკების შედეგად დაღუპული 35 გმირის ისტორია, რომლის თანახმად, გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ. მაზნიაშვილის შტაბს პოდპოლკოვნიკი კოსტილი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლაში მონაწილე 35 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირიდან იყო.

გთავაზობთ იმ 35 ადამიანის სიას, რომლებმაც ასი წლის წინ სამშობლოს ერთიანობას შესწირეს თავი:

ივანე გუჯაბიძე,
მოსე გუჯაბიძე,
კასიანე გურგენაძე, პლატონ გურგენაძე,
სერგო გურგენაძე, კალისტრატე გურგენაძე,
ვასო გურგენაძე,
ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე,
ბათლომე ტიკარაძე,
მიხეილ კოსტავა,
გრიგოლ სარჯველაძე,
აკაკი გუჯაბიძე,
ლადიკო ტუღუში,
ფილიპე ტუღუში,
გიორგი გურგენაძე,
ვიქტორ ჩხარტიშვილი,
იგორ გურგენაძე,
თედორე ხომერიკი,
ლადიკო გურგენაძე,
პანტელეიმონ გუმბარიძე,
მიხაკო ფიროღლი,
ლევან მეფარიშვილი,
ლ. ტიკარაძე,
ასალო ტიკარაძე,
მოსე ტიკარაძე,
სოლომონ მშვიდობაძე,
სიმონ ტიკარაძე,
სიო ტიკარაძე,
ი.მ. ტიკარაძე,
ვასო გუჯაბიძე,
პილატე ტუღუში,
ნესტორ გურგენაძე,
ლადიკო გუმბარიძე.

მათ გვერდით იბრძოდნენ – ქვიანელი იური აროშიძე და სუფსელი კალისტრატე ღლონტი”, – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები