ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა-დაშავებულია ორი ადამიანი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც ქობულეთის მერიაში  განაცხადეს, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული, ისინი კლინიკაში იმყოფებიან.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქობულეთის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი. წაქცეულმა ევკალიპტის ხემ, ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაკეტა, ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან და გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში ერთ საცხოვრებელ სახლს ხე დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები