აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტმა ჯარას საფუტკრე მოინახულა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედაში, სოფელ მერისში გენადი დოლოძის ჯარას საფუტკრეს ეწვია და ორგანული თაფლის ამოღების პროცესს დაესწრო.
როგორც გიორგი სურმანიძემ განაცხადა, – ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია, ვინაიდან აქ სულ რამდენიმე ათეული მეფუტკრეა, ვინც ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს.
დღესვე, მინისტრი კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის’’ საწარმოში აგრო-ქედას წაროებას გაეცნო, სადაც ხდება ორგანული ბიო სერტიფიცირებული თაფლის მიღება, დაფასოება და სარეალიზაციოდ მომზადება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები