“ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო“, “ქართული ოცნების” ზესტაფონის ბიუროს რამდენიმე თანამშრომელი პარტიიდან გარიცხეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი “ქართული ოცნების” პარტიიდან რამდენიმე ადამიანი ირიცხება.

“ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები