სტიქიური უბედურება 1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში, ჩანჩურხევის უბანში მოხდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, სამი მცირეწლოვნის.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, დაღუპულთა პატივსაცემად 2020 წელს სტიქიის ადგილას სკვერი მოაწყო, სადაც მემორიალური დაფები განთავსდა.
წაბლანის ტრაგედიისას დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, დეპუტატებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.