ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთა ტესტირებისთვის ე.წ. საზღვართან კარვები გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთა ტესტირებისთვის ე.წ. საზღვართან კარვები გაიხსნა.

ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამი პუნქტია ტესტირებისთვის გახსნილი. ცალკე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად.

ასევე ცალკეა საკარანტინე კარავიც იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს დაუდასტურდება კორონავირუსი. მას გადაყვანამდე მოსაცდელ სივრცეში დააყოვნებენ.

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამი პირი გადმოვიდა. ატნტიგენტესტირწბა სამივეს ჩაუტარდა. ე.წ გამშვებ პუნქტთან კიდევ 30 მოქალაქე დგას, რომლებიც დანარჩენ საქართვლოში ეტაპობრივად გადმოვლენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები