აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობამ კი 36 861 შეადგინა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფ პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების ცნობით, კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 200, ონლაინკლინიკაში კი 526.

მათივე ცნობით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 2 755 პირი აიცრა, მათ შორის „ფაიზერით“ 1 680, „ასტრაზენეკათი“ 1975.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები