ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამართალდცველები 40 წლის მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ.

ინციდენტამდე ქამილ ნამაზოვს კონფლიქტი ოჯახთან ჰქონდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. დასახმარებლად მისულ სამართალდამცველებს კი ნამაზოვი წინააღმდეგობას უწევდა და სწორედ ამ დროს ერთ-ერთ მათგანს ხელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 წლის მამაკაცმა, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, კლინიკა გვაინ ღამით დატოვა.

ნაბაზოვი უვე დააკავეს. მისი მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

40 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 353-ე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები