გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქე სამტრედიაში, კოპიტნარის დასახლების მიმდებარე არხში თევზჭერას თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდა. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 2 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

ვანის მუნიციპალიტეტში კი, მდინარე სულორზე, მოქალაქე თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადით, ე.წ. პარაშუტით ახდენდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევებს თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები