ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის რეგულაციები დღეიდან შეიცვალა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად მხარეს გადმომსვლელებისთვის მოქმედი რეგულაციები იცვლება.
დღეიდან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან.
მათ შესაძლებლობაც ექნებათ, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესშიც ჩაერთონ.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.