ახალგაზრდობის სააგენტომ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა 21-ე მუნიციპალიტეტში, ამბროლაურში დაიწყო, რაც გულისხმობს, ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.
ახალგაზრდობის სააგენტო, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ სარეფორმო მიმართულების ფარგლებში ამბროლაურში მუნიციპალიტეტს ეწვია. ამის შესახებ “კვირას” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.
“ადგილზე ახალგაზრდობის სააგენტოსა მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამბროლაური 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს, ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.
რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით, აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს, ფორმას, ფორმატსა და გაიდლაინს და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დოკუმენტების შექმნის პროცესში ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს.
„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ,,ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს.
აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადგილზე მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები